გერმანიის ეკონომიკის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მის ქვეყანაში მსუბუქი ლოქდაუნი გაზაფხულამდე გაგრძელდეს.
ამის შესახებ პიტერ ალტმაიერმა DW-თან ინტერვიუში განაცხადა.
„წინ ზამთრის გრძელი 3-4 თვე გვაქვს. შესაძლებელია, შეზღუდვები 2021 წლის პირველ თვეებშიც ძალაში დარჩეს,“- აღნიშნა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.
ცნობისთვის: გერმანიაში ე.წ. „მსუბუქი ლოქდაუნი“ ნოემბრის დასაწყისში დაწესდა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში დაიკეტა ბარები და რესტორნები, თუმცა სკოლები და მაღაზიები ჯერჯერობით ღია რჩება.











