გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული მოქალაქეები და მოხუცებულთა სახლებში მომუშავე ჯანდაცვის მუშაკები გაიკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას დაამტკიცებს, გერმანიაში ვაქცინაციის პროგრამა 27 დეკემბერს დაიწყება.











