გერმანიის ელჩზე შეტევა ძველი ოპოზიციის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომაა, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
ამ კომენტარით ის ნათელაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ელჩს “ივანიშვილის ლობისტი” უწოდა და გაწვევა მოითხოვა.
„ევროასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს, 6 წლის შემდეგ, გერმანიის ელჩზე შეტევა და ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს – გერმანიის საქართველოსადმი მხარდაჭერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სრულიად მიუღებელია. ეს არის ძველი ოპოზიციის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდა შეაფასონ ნათელაშვილის განცხადება და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, გერმანიის ელჩი “ივანიშვილის ლობისტად” და “კორუმპირებული რეჟიმის ერთადერთ დამცველად” რჩება. მისი აზრით, ელჩს ივანიშვილის რეჟიმი აფინანსებს.
ასევე ნახეთ:











