გერმანიაში, ვარენდორფისა და გუტერსლოუს რაიონებში საყოველთაო კარანტინი ხელახლა გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
გუტერსლოუს რაიონში კარანტინის ზომები მას შემდეგ გაამკაცრეს, რაც გუტერსლოუს ხორცსაწარმოში კორონავირუსი 1 500 თანამშრომელს დაუდასტურდა. კარანტინის რეჟიმი გუტერსლოუს მეზობელ რაიონში – ვარენდორფშიც აღადგინეს.
ასევე, შეგახსენებთ, რომ ესპანეთში, პროვინცია უესკაში კორონავირუსის შემთხვევების დიდი რაოდენობის გამო, საკარანტინო რეჟიმი კვლავ ამოქმედდა.
სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო.
ამასთანავე, პეკინში კორონავირუსის ხელახლა გავრცელების გამო ათ უბანში კარანტინი გამოაცხადეს.











