საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ღამურების მოპარვის ბრალდებით, უკანონოდ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა – ინფორმაციას ამის შესახებ მღებრიშვილის ოჯახი აადასტურებს.
ინფორმაცია ე.წ. სასამართლო სხდომის გამართვის შესახებ ოჯახს წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტებმა 3 ივლისს დააკავეს – მას ე.წ. საზღვრის კვეთასა და ღამურების დაჭერას ედავებიან.










