ოკუპანტების მიერ უკანონოდ დატყვევებული ზაზა გახელაძის მორიგი ე.წ სასამართლო პროცესი, ოკუპირებულ ცხინვალში დღეს გაიმართება. საქმეზე, ე.წ უზენაესი სასამართლო, სავარაუდოდ, განაჩენს გამოიტანს.
ე.წ პროცესი 12 საათზეა დანიშნული. 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 ივლისს დააკავეს. მას არარსებული საზღვრის უკანონო კვეთასა და ეწ „მესაზღვრეებისთვის“ ცეცხლის გახსნას ედავებიან. გახელაძე დაკავების დროს დაჭრეს.