fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გია ხუბუა კარლ ჰარცელს – მოგმართავთ თხოვნით, კიდევ ერთხელ დაადასტუროთ გერმანიის ელჩის პოზიციის მართებულობა 8 მარტის შეთანხმებაზე

22:00 ივნისი 28, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
969
ნახვა

ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი სამეცნიერო კვლევების დარგში გია ხუბუა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს მიმართავს, გააკეთოს სპეციალური საჯარო განცხადება 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით და „მკაფიოდ დაადასტუროს გერმანიის ელჩის პოზიციის მართებულობა 8 მარტის შეთანხმებასთან მიმართებაში“.

როგორც ხუბუა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, მისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო ის განცხადებები, რომელიც საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის მიმართ მოისმინა საქართველოს ოპოზიციური სპექტრის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან.

„ბატონო კარლ, მინდა მოგმართოთ, როგორც ქართველმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი ქვეყნის ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაცია; როგორც იურისტმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა და გამართულად ფუნქციონირებადი, ევროპულ ტრადიციაზე დაფუძნებული კონსტიტუციური მოწყობა;

როგორც სამართლის ფილოსოფიის სპეციალისტმა, რომელმაც ზუსტად იცის, რომ დემოკრატია სამართლიანობის გარეშე ვერ აშენდება და როგორც ადამიანმა, რომლის ცხოვრება და კარიერაც განაპირობა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულმა განსაკუთრებულმა ურთიერთობებმა.

ჩემი სამშობლო, სადაც დავიბადე, გავიზარდე და რომლისთვისაც ვიღწვი და ვშრომობ მთელი ცხოვრება, არის საქართველო, მაგრამ გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ჩემი აკადემიური სამშობლო არის გერმანია, რომელმაც მომცა მე მაღალი ხარისხის განათლება, მაზიარა ევროპულ ღირებულებებს და საბოლოოდ დამარწმუნა ევროპული ცხოვრების წესის უპირატესობაში.

დღეს, მე ვცხოვრობ გერმანიაში და აკადემიურ საქმიანობას ვაგრძელებ ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტში, გახლავართ რა ამ უნივერსიტეტის პრეზიდენტი სამეცნიერო კვლევების დარგში (Prof. Dr., Präsident für Forschung der Steinbeis Hochschule Berlin) და ბუნებრივია, აქტიურად ვადევნებ თვალს საქართველოში დინამიურად მიმდინარე, ქართველთათვის დამახასიათებელი ემოციურობით, სიმძაფრითა და დრამატიზმით აღსავსე პოლიტიკურ პროცესებს, რომელსაც შედეგად თვისებრივად განსხვავებული, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტის, ჭეშმარიტად ევროპული საარჩევნო სისტემა უნდა მიიღოს ქვეყანამ.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ უკიდურესი პოლარიზაციისა და პოლიტიკური შეთანხმებების ტრადიციის არქონის პირობებში, 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება, რომლის იმპლემენტაციაც ახლა ხდება, შეუძლებელი იქნებოდა პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი ელჩების ტიტანური ძალისხმევის გარეშე და მე ამაყი ვარ, რომ პირადად თქვენი, ბატონო კარლ და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები ელჩის, ქალბატონი კელი დეგნანის კვალდაკვალ, ამ ისტორიული შეთანხმების მიღწევაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი გერმანიის ელჩს საქართველოში, ბატონ ჰუბერტ ქნირშს.

მოგეხსენებათ, გერმანიამ ისტორიულად დიდი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნაში, ჯერ კიდევ 20-ე საუკუნის დასაწყისში და, გერმანია, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც ყოველთვის გვერდით ედგა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს. ამას ქართველი ხალხი ხედავს, აფასებს და, შესაბამისად, დიდ პატივს სცემს გერმანიას – როგორც სახელმწიფოს და გერმანელებს – როგორც მეგობარ ხალხს.

ამ ფონზე, ჩემთვის გამაოგნებელი და კატეგორიულად მიუღებელი იყო ის შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომელიც ბატონი ქნირშის მიმართ მოვისმინე საქართველოს ოპოზიციური სპექტრის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან. თანაც, მხოლოდ და მხოლოდ იმ საბაბით, რომ წესიერებით და გულწრფელობით გამორჩეულმა ელჩმა, სრულიად მკაფიოდ და ცალსახად განაცხადა ის, რაც მანამდე, სრულიად გასაგებად და ცხადად, მაგრამ შესაძლოა, შედარებით ნაკლები კატეგორიულობით არაერთხელ გამოთქვით 8 მარტის შეთანხმების უკლებლივ ყველა ფასილიტატორმა – პირადად თქვენც და აშშ-ის ელჩმაც.

სამწუხაროდ, შეთანხმების მონაწილე ოპოზიციის ლიდერებს არ ეყოთ პოლიტიკური სიმწიფე და სახელმწიფოებრივი აზროვნება და ბატონი ქნირშზე მხოლოდ იმიტომ მიიტანეს იერიში, რომ მათ არ აწყობდათ ის სიმართლე, რაც სრულიად საქართველომაც იცის და რაც დაადასტურა კიდეც საკუთარ განცხადებაში გერმანიის ელჩმა – 8 მარტის შეთანხმება არ ითვალისწინებდა და ვერ გაითვალისწინებდა კონკრეტულ პირებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, თქვენ, როგორც ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთ ფასილიტატორი და ევროკავშირის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, თავს ორმაგად ვალდებულად თვლით, წერტილი დაუსვათ თქვენი კოლეგა-ფასილიტატორის და, იმავდროულად, ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის, გერმანიის ელჩის, ბატონი ჰუბერტ ქნირშის მიმართ წარმოებულ ამ შეურაცხმყოფელ კამპანიას.

ამიტომ, თავს უფლებას ვაძლევ, მოგმართოთ თხოვნით, კიდევ ერთხელ გააკეთოთ სპეციალური საჯარო განცხადება 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით და მკაფიოდ დაადასტუროთ გერმანიის ელჩის პოზიციის მართებულობა 8 მარტის შეთანხმებასთან მიმართებაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აღნიშნული საკითხით ისედაც დაინტერესდება ქართული მედია და, რაც მთავარია, საზოგადოება. შესაბამისად, შეკითხვები თქვენს მიმართ აუცილებლად დაისმევა და ისინი პასუხგაუცემელი ვერ დარჩება.

მტკიცედ მჯერა, რომ თქვენი ეს ნაბიჯი მყისიერად დაასრულებს ოპოზიციის ნაწილის შეურაცხმყოფელ კამპანიას თქვენი კოლეგის, ღრმადპატივცემული ადამიანის, ბატონი ქირშის წინააღდეგ, აღარ დაუტოვებს მანიპულირების სივრცეს შეთახმების ჩაშლის მოსურნეებს და კიდევ ერთხელ ქმედითად შეუწყობს ხელს ჩემი ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანას“,- წერს გია ხუბუა.

თეგები: 8 მარტის შეთანხმებაგია ხუბუაკარლ ჰარცელი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი, საზღვრები და უსაფრთხოება – ჰარცელი ლავროვის განცხადებაზე

დეკემბერი 3, 2021
816
პოლიტიკა

მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის დასწრება სასამართლო სხდომებზე – კარლ ჰარცელი

ნოემბერი 25, 2021
820
პოლიტიკა

“ამ ვიდეოს გავრცელების საჭიროება ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროა” – ჰარცელი სააკაშვილის შესახებ კადრების გავრცელებაზე

ნოემბერი 12, 2021
778

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია