პარლამენტის ვიცე-სპიკერმი გიორგი ვოლსკი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. გია ვოსლკიმ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა.
იგი ინგოროყვას კლინიკაში აიცრა.
„კარგად ვგრძნობ თავს. ყველას ვურჩევ დროულად გაიკეთოს აცრა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 14 207 ადამიანია აცრილი.











