გიგა ბოკერია მაჟორიტარად კენჭს ფოთში იყრის. ამის შესახებ მან „ევროპილი საქართველოს“ მაჟორიტარების კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, საქართველოს ეს რეგიონი ყველაზე ევროპულია.
„ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ სიახლე სჭირდება პოლიტიკურ ცხოვრებას. ჩემთვის, რომლისთვისაც 20 წელიწადზე მეტია პოლიტიკაში ვარ, ძნელია, რომ რამე სიახლე შევთავაზო ჩემი სახით ხალხს. სიახლე იქნება ჩემი პოლიტიკიდან წასვლა, რასაც ბევრი ისურვებდა, მაგრამ ახლა წასვლის დრო არ არის.
გადავწყვიტე, რომ პირველად მაჟორიტარად ვიყრი კენჭს ფოთში, ხობსა და სენაკში. არა მარტო იმიტომ, რომ დედაჩემი არის ფოთში დაბადებული, არამედ იმიტომ, რომ ეს ნაწილი მთელ საქართველოში არის ყველაზე ევროპული ნაწილი“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ნახეთ, დეტალურად: „ევროპული საქრათველოს“ მაჟორიტარი კანდიდატები რეგიონში.










