„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“ ორ კანდიდატზე მეტი არ უნდა იყოს წარმოდგენილი, რადგან ისინი კონსულტაციებში ერთი სუბიექტის სახელით იღებენ მონაწილეობას.
„როცა უნდათ, პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ამხელა ძალა არიან და ახლა უცებ გაირკვა, რომ ყველა სუბიექტთან ცალკე უნდა იყოს მოლაპარაკება?! ეს ხომ არასერიოზულია. „გაერთიანებული ოპოზიციის“ მხრიდან, გარდა დასახელებული ორი კანდიდატისა, კიდევ სხვა სუბიექტი როგორ იქნება წარმოდგენილი?! მაგ სუბიექტის სახელით აწარმოებდნენ მოლაპარაკებას. თუ მაგ კოალიციის რომელიმე ნაწილს პრეტენზია აქვს, პრეტენზია უნდა ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იმიტომ, რომ მათი ყველას სახელით აწარმოებდნენ მოლაპარაკებას და ყველას სახელით გააკეთეს განცხადება,“ – განაცხადა ბოკერიამ.
პოლიტიკური გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები აცხადებენ, რომ კონსულტაციებში საკუთარ მაჟორიტარ კანდიდატებსაც წარადგენენ.










