“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, გიგი უგულავა არჩევნებში საკუთარ სიტყვას იტყვის.
„გიგი არის გამოცდილი პოლიტიკოსი. პოლიტიკოსი, რომელმაც ბევრი რამ ნახა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ვფიქრობ, მისი ენერგიისა და მისი გამოცდილების ადამიანი ვერ იქნება გულხელდაკრეფილი იმ პროცესში, რომელშიც წყდება სახელმწიფოს ბედი“, – განაცხადა მელიამ.
გიგი უგულავა ფოთის მერობისთვის იბრძოლებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.









