„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძეს იმედი აქვს, რომ საერთაშორისო მეგობრების ჩართულობა მოლაპარაკების პროცესში შედეგს გამოიღებს.
„კონკრეტულად სად ვართ ამ მოლაპარაკების დროს, ბუნებრივია, ჩვენი მეგობრების თხოვნით ამ წუთას ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგანაც ეს არის პროცესი. საბოლოო ჯამში, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მეგობრების ჩართულობა ამ რეზულტატს მოიტანს, რაც იქნება გამოსავალი ჩვენი საზოგადოებისთვის მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან და ეს არის ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ „რუსთავი2“-თან.











