fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გიორგი ბარამიძე სალომე სამადაშვილთან დებატებისთვის მზადაა

16:21 აპრილი 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
781
ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე ამავე პარტიის წევრ სალომე სამადაშვილს დებატებში გამოწვევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პასუხობს:

„გავიგე ქალბატონ სალომე სამადაშვილს გამოუთქვამს ჩემთან სატელევიზიო დებატის სურვილი.

ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი სიამოვნებას მომანიჭებს, მაგრამ ნამდვილად საჭიროდ მიმაჩნია საჯაროდ ვუთხრა მას, რასაც მასზე ვფიქრობ მე და ენმ ასიათასობით ის წევრი, ვინც გაკვირვებული და სამართლიანად გაბრაზებულია, მის მიერ, პარტიის ასე დემონსტრაციულად (უკაცრავად) ფეხებზე დაკიდებით და ეგრეთწოდებული პრეზიდენტის სასახლეში იმ დოკუმენტზე ხელის მოწერით, რაზეც ჯერ პარტიას თავისი დამოკიდებულება (იმის გამო რომ ნიკა მელია ვაჟკაცურად ციხეში ზის) ჩამოყალიბებული არ აქვს.

ხსენებულ დოკუმენტთან მიმართებაში პარტიაში სხვადასხვა აზრი გვაქვს (რაც ძალიან ხშირად ხდება) და განსხვავებულ აზრთან მიმართებაში ცხადია, არავის ნეგატიური დამოკიდებულება არასდროს გვქონია და არ გვექნება.

სერიოზული პრობლემა ქალბატონი სამადაშვილის ქმედებაშია.

მან ჩათვალა, რომ გუნდის დაიგნორირება შეუძლია და სანამ პარტიის თავმჯდომარე, პრინციპებსა და სიტყვას არ ღალატობს და ჯერ კიდევ ციხეში ზის, მისი საქციელით ივანიშვილის მოღალატურ რეჟიმს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ქედმაღლური და შეურაცხმყოფელი შეფასებების საბაბი (საფუძველი არასდროს ექნებათ) მისცა, თითქოს ჩვენ ჩვენს პრინციპებს ვუღალატეთ და მათ შანტაჟს დავემორჩილეთ.

რადგან ქალბატონი სამადაშვილი ამ გზას დაადგა, ცხადია ჩვენი წევრების დიდმა ნაწილმა მისი პარტიიდან გარიცხვა მოითხოვა, თუმცა მან თვითონ განაცხადა, რომ გუნდს ემშვიდობება, ახლა მაინც გაურკვეველია მისი პარტიის წევრობის საკითხი, რადგან ჩვენს ევროპელ მეგობრებს (ბატონი კუბილიუსი) ჰგონიათ, რომ იგი კვლავაც ენმ-ს წევრია, მეტიც, ზოგი მეტ შეცდომაშიც კია შეყვანილი და ჩათვალეს, რომ მან, ენმ-ს სახელით მოაწერა პარლამეტში შესასვლელ დოკუმენტს ხელი.

ასე რომ, ვფიქრობ, ამ და სხვა საკითხებზე გულახდილი და საჯარო საუბარი სასარგებლო იქნება პოზიციების გასარკვევად და ჩვენი საზოგადოების და დასავლელი მეგობრების სწორად ინფორმირებისათვის.

თუ საქართველოში მოქმედი 3 მთავარი არაქოცური ტელევიზია (მთავარი, ტვ პირველი, ფორმულა) გამოთქვამს სურვილს ამგვარი დისკუსია მოაწყოს, კარგი იქნება“, – წერს ბარამიძე.

თეგები: გიორგი ბარამიძესალომე სამადაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

რაც ჩვენ ვნახეთ, არის მორიგ ჯერზე ძალადობა პატიმრის წინააღმდეგ – სალომე სამადაშვილი

დეკემბერი 30, 2021
778
პოლიტიკა

მინისტრისგან, რომელმაც ჟურნალისტს მიკროფონი გამოგლიჯა, არც ის გაგვიკვირდება, კალმები აეცალა მწერლებისგან, რატომ ერჩით “ლიტერას”? – სამადაშვილი წულუკიანს

დეკემბერი 3, 2021
806
პოლიტიკა

პრეზიდენტს, რომელმაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო შექმნა, ედავებიან, თითქოს რაღაც გაფლანგა – გიორგი ბარამიძე

დეკემბერი 2, 2021
887

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია