პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებას უკავშირებს.
მისი თქმით, ყოფილ პრემიერს პარტიაში დასაყრდენი არ ჰქონდა, ამიტომ თანამდებობის დატოვება აუცილებლად მოუწევდა.
„აქამდე ჭორები გამოდიოდა, რომ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გაუშვებდნენ, რაც გამართლდა. არ გამოვრიცხავ, რომ გახარიამ ქვეყანაში არსებული ვითარება გამოიყენა იმისთვის, რომ თანამდებობიდან წასულიყო და ამით 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოეხდინა.
ამასთან, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ მართლა ჰქონდათ ერთმანეთთან უთანხმოება, რაც გაკვირვებას იწვევს. როგორც ჩანს, გახარია გუნდში არსებულ დაპირისპირებას გადაყვა. გახარიას არ ჰქონდა პარტიაში საყრდენი, ამიტომ პარტიაში მისი გადაყენების საკითხი აუცილებლად დადგებოდა.
ახლა ქვეყანაში პირველი პირი არის ის, ვინც აკონტროლებს პარლამენტის 76 მანდატს. მე არ ვიცი, ვინ აკონტროლებს მანდატებს, მაგრამ გახარია რომ აკონტროლებდა, ეს ფაქტია. ვინ გადააყენა გახარია? – კობახიძემ, თალაკვაძემ, კალაძე თუ სამივემ ერთად, ვერ გეტყვით, თუმცა ნათელია, რომ გახარიას გადადგომა ბიძინა ივანიშვილის ხელწერას ნამდვილად არ ჰყავს’,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
დღეს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, თანამდებობიდან გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირდა. გიორგი გახარიას თქმით, მისი ურყევი პოზიციაა, რომ “ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ეკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი”.
გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.











