რაჭაში, სტიქიის ზონაში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჩავა. პრემიერის გარდა რაჭაში გაემგზავრება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. მთავრობის წევრები სტიქიის ზონაში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცმობიან.
პირველადი ინფორმაციით, რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე – რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.











