„17-18 თებერვალს გახარიამ მოიტყუა. ეს იყო ძალიან მძიმე ტყუილი. სამწუხაროდ, ეს რეჟიმი გრძელდება და ამის ნიშნებს საზოგადოება მომავალში კიდევ უფრო დაინახავს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„მან საკუთარ გუნდს ზურგში დანა დაარტყა, რაც, მისი მხრიდან, ძალიან მძიმე ნაბიჯი იყო“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, გიორგი გახარიას რომელ განცხადებას გულისხმობდა.










