პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მესტიაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და გადაადგილების შეზღუდვის ღონისძიებები დააანონსა.
„ჩვენ გვიწევს სამწუხაროდ მესტიის მუნიციპალიტეტში სპეციალური ღონისძიებების მიღება, რა თქმა უნდა გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები იქნება, ისევე როგორც, იქ უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები იმისთვის რომ აქტიურად დაიწყოს ტესტირება. გვესმის რომ მესტიაში ბევრი ტურისტია, ყველა იქნება მიხედილი, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე. არაფერი საპანიკო არ არის,“- განაცხადა გახარიამ.
დღეს, მესტიაში კორონავირუსის ახალი 17 შემთხვევა დაფიქსირდა.











