გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი მრჩეველის ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის განცხადებით, კოვაქს პლატფორმასთან მომხდარზე პასუხისმგებელი დაავადებათა კონტროლის ცენტრია.
„მინისტრი ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვერ იქნება, იმიტომ, რომ მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობა. მინისტრთან სხვა პრეტენზიები გვაქვს ჩვენ ყველას. უბრალოდ, აქ ვიღაც სხვა უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი.
პასუხისმგებელი პირი აქ არსებობს, მე როდესაც ვიყავი პრემიერთან შეხვედრაზე, პრაქტიკულად დაავადებათა კონტროლი ლაპარაკობდა და მინისტრი ხმას არ იღებდა. ჩანდა, რომ ლიდერშიფი იყო ის.
საქმე საქმეზე როდესაც დგება და ერთხელ ვთქვი კომენტარი, ბატონმა ამირანმა მითხრა, გიორგი ნუ გვასწავლი, ჩვენ ყველაფერი ვიცით ძალიან კარგადო. აი, ვინ რას ასწავლის, აი ეს არის პასუხი, სად არის ვაქცინა? სად არის პასუხისმგებლობა 3000 ადამიანზე, პირბადეების კონტროლი ვერ გააკეთეს ელემენტარულად და ახლა ვსაუბრობთ პროფესიონალიზმზე?“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ცნობისთვის, covax პლატფორმის წარმომადგენელი “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ თებერვლის ბოლოს საქართველომ pfizer-ის ვაქცინა ვერ მიიღო რაგდან შესაბამის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.
რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა – კოვაქს პლატფორმა განმარტებას აკეთებს











