გიორგი რურუა პოლიტიკოსი არ არის და პოლიტპატიმარი როგორ არის არ ვიცი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ბექა დავითულიანი აცხადებს.
„გიორგი რურუა პოლიტიკოსი არ არის და პოლიტპატიმარი როგორ არის არ ვიცი. ვითომ, მთავარი არხის მეწილე და მთავარ არხზეც, რამდენადაც მე ვიცი, 2 500 ლარით არის მეწილე და როგორ არის პოლიტპატიმარი, ესეც არ ვიცი”,- განაცხადა დავითულიანმა POSTV-ის ეთერში.
ევროკავშირის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ქართული ოცნებისა და ოპოზიციის ლიდერებს ხვდება. განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი, სავარაუდოდ, სწორედ გიორგი რურუას ნოემბერში „უდოთი“ გათავისუფლება, ნიკა მელიასთვის კი გირაოს გადახდის თემაა.
ოპოზიცია მათ პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს, მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.











