მცხეთაში ერთ-ერთი ბუჩქნარი, სადაც „ტოიოტა ქამრის“ გამოჩენის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გური ამირხანაშვილი იმალებოდა გადამწვარია.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს ადვოკატმა ისაუბრა.
გიორგი გელხაურის თქმით, ეს ფაქტი საქმის გამოძიებაში ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.
„ამ საქმეში და ამ გამოძიების მიმდინარეობისას ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი რომ გაჩნდა ეს ფაქტია. ის, რომ ამირხანაშვილის სამალავი ტერიტორია დამწვარია ესეც კითხვის ნიშანს აჩენს. არ მინდა წინასწარ გავაკეთო პროგნოზი, რა შეიძლება ამას მოყვეს“, – განაცხადა უფლებადამცველმა.










