„კობახიძე წადი სახლში რა, დაგვანებე თავი, აღარ შეგვიძლია შენი მოსმენა“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ამასთან, ვაშაძემ მმართველ გუნდს ოპოზიციაში გადასვლისკენ მოუწოდა.
„ახალი კვლევები მიიღეს და სულ მთლად შეიშალნენ ჭკუიდან. რა განცხადებებს აკეთებენ?! რა სისულელეებს როშავენ?! სად გაგიგიათ ოპოზიციის მიერ გაყალბებული არჩევნები.
რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?! ამოწურეს ამათმა თავისი თავი და ვეუბნები, რომ კობახიძე წადი სახლში რა, დაგვანებე თავი, აღარ შეგვიძლია შენი მოსმენა.
ეს უნდა დავასრულოთ ხალხო, აი, ეს სისულელეების მოროშვა. პრესკონფერენცია იმისთვის ხომ არ უნდა ჩაატარო, რომ რაღაც მოროშო?! საღამოობით ფიქრობენ აი, რა მოვიფიქრო, რომ ხვალ ვთქვა და მერე ამ სისულელეებს ამბობენ.
ერთხელ მაინც თვალი გაუსწორეთ იმ მძიმე რეალობას, რაშიც ქვეყანა თქვენ შეიყვანეთ. ნუ დაკარგეთ გონი, მშვიდად და წყნარად გადაბარგდით ოპოზიციაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ირაკლი კობახიძე 18 დესტრუქციულ ქმედებას ასახელებს, რომელსაც მისი თქმით, ოპოზიცია გეგმავს











