fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გიორგი ვაშაძე: მივაღწიეთ იმას, რომ საარჩევნო პროცედურაში მაქსიმალურად დაინერგება ტექნოლოგიები

13:59 ივნისი 12, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
777
ნახვა

“შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებმა მივაღწიეთ ამ ყველაფერს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ამის რეალიზება. გარდა ამისა, მე მქონდა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან საუბარი, რომ თუ ფინანსური მხარდაჭერა დაგვჭირდება, ვთხოვეთ, ფინანსურად დაგვეხმარონ და ის ძვირადღირებული სკანერები გადმოგვცენ საჩუქრად”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ცესკოში მიმდინარე იმიტირებული არჩევნების შეფასებისას განაცხადა.

„პირდაპირ გეუბნებით, რომ ყველა სხვა პროცედურულ ცვლილებასთან მიმართებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიები არჩევნების დროს. საბოლოო ჯამში, ჩვენ ადამიანური ფაქტორი უნდა ამოვაგდოთ საარჩევნო პროცედურიდან და მაქსიმალურად იქნება დანერგილი ტექნოლოგიები, რომელიც დაზღვეული იქნება უსაფრთხოების კუთხით. პირველი არის სახის ამომცნობი სისტემა, რომელიც წამში ახდენს თითოეული ამომრჩევლის იდენტიფიცირებას.

შეუძლებელია, არასწორი ადამიანი შევიდეს უბანზე ან გააყალბოს მონაცემები. ბაზაში ინახება იმის ფოტოები, ვინც შევიდა კონკრეტულ უბანზე. მეორე – ეს არის ახალი თაობის ბიულეტენები, რომელიც განსხვავებულია ვიზუალურადაც და საერთო სისტემაში ბარკოდებით აღირიცხება, რომ ბიულეტენი აღარავინ გაიტანოს უბნის გარეთ. მესამე არის ხმის დათვლის პროცესი. ვიდრე დათვლა დაიწყება, დასკანირდება ყველა ბიულეტენი, ანუ ონლაინში ყველა შევხედავთ ბიულეტენებს. შეგვიძლია, ოფისში დავსხდეთ და დავთვალოთ ხმები. იქნება კამერა, რომელიც გადაიღებს სათითაოდ ყველა ბიულეტენს“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ამდენი ცვლილებისთვის საქართველოს ისტორიაში ჯერ არავის მიუღწევია.

„პირდაპირ გეტყვით, დამოუკიდებელი საქართველოს 30-წლიან ისტორიაში ამდენი ცვლილებისთვის არავის მიუღწევია. ჩვენ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებმა მივაღწიეთ ამას. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ამის რეალიზება. გარდა ამისა, მე მქონდა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან საუბარი, რომ თუ ფინანსური მხარდაჭერა დაგვჭირდება, ვთხოვეთ, ფინანსურად დაგვეხმარონ და ის ძვირადღირებული სკანერები გადმოგვცენ საჩუქრად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თეგები: არჩევნებიგიორგი ვაშაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ჩვენ არ ვართ არც აქციების ორგანიზატორები და არანაირ საინიციატივო ჯგუფთან შეერთებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ – გიორგი ვაშაძე

ნოემბერი 25, 2021
794
მსოფლიო

ბულგარეთის არჩევნებში მოქმედი პრეზიდენი ლიდერობს

ნოემბერი 22, 2021
1.2k
პოლიტიკა

გიგი უგულავას განცხადებას ნამდვილად არ ვაფასებ პოზიტიურად – გიორგი ვაშაძე

ნოემბერი 10, 2021
788

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია