„მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს გადახდის თანხმობასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძე მოუწოდებს ევროკავშირის წარმომადგენლებს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გირაოს გადახდასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოგვარება.
“მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს გადახდის თანხმობასთან დაკავშირებით.
აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ფასილიტატორს მედიაციაში ჩართვისთვის.
მოვუწოდებ ევროკავშირის წარმომადგენლებს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გირაოს გადახდასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოგვარება, რათა უმოკლეს ვადებში იქნას ნიკა მელია გათავისუფლებული საპატიმრო დაწესებულებიდან”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.










