„შარლ მიშელის დოკუმენტი, ეს არის ევროპისკენ საქართველოს გზა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„შარლ მიშელის დოკუმენტი, ეს არის ევროპისკენ საქართველოს გზა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პირადად შარლ მიშელის და ევროსაბჭოს, ევროკავშირის სრული ჩართულობა იმისთვის, რომ შემოვატრიალოთ პროცესი და საქართველო წავიდეს ისევ ევროპული კურსით. ის, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს ეწინააღმდეგება ჩვენი მოქალაქეების არჩევანსა და ინტერესს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ბათუმში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.










