fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გიორგი ვაშაძე: ვფიქრობ, შეთანხმება უნდა შედგეს, ეს პოზიცია აქვს მედიატორებსაც

19:44 აპრილი 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
782
ნახვა

ვფიქრობ, რომ შეთანხმება უნდა შედგეს. ვიმედოვნებ, რომ საერთო გზით შეგვეძლება შეთანხმების მიღება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„დღეს გადამწყვეტი დღეა და მოდით, დღევანდელ დღეს ვისურვებდი, რომ დაგვერქმია „შეთანხმების დღე“, რომ შეთანხმება ნამდვილად მოხდეს, ისევე როგორც ამას გვთხოვს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მაგრამ პირველ რიგში ჩვენი საზოგადოება, ქართველი ხალხი.

ვფიქრობ, რომ ამ თვეებმა აჩვენა, რომ ყველას უნდა გვეყოს მაღალი პოლიტიკური კულტურა, რათა შეთანხმებისკენ წავიდეთ. პირველ რიგში ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გაიაზროს „ქართულმა ოცნებამ“ და წინა რაუნდისგან განსხვავებით იმედი მაქვს, რომ არ იქნება დესტრუქციული პოზიცია მათი მხრიდან. პირდაპირ გეტყვით, არ ვიცით საბოლოო დოკუმენტში დეტალურად რა იქნება, მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ობიექტური დოკუმენტი, რომელიც ობიექტურად ასახავს მთელი ამ თვეების მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ და ეს არის ალბათ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი დღევანდელი დღის მოლაპარაკებების და ვადამდელ არჩევნებთან მისასვლელი გზა, ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ყველა უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებული და ხუმრობით ვიტყვი, რომ ახლა მე რომ მივალ, გასაღებს ავიღებ, ყველა, რომ შემოვა, გადავკეტავ გასაღებით კარს. გადმოგიგდებთ გასაღებს და სანამ არ შევთანხმდებით, უკანგასაღები არ დაგვიბრუნოთ.

მოლოდინი მაქვს, რომ ეს იქნება ახალი დოკუმენტი, ამ ახალ დოკუმენტში იქნება როგორც ვადამდელ არჩევნებთან მისასვლელი გზა, ასევე ორივე პოლიტიკურ პატიმართან დაკავშირებით გადაწყვეტის გზა ნაჩვენები. შესაბამისად, თუ ეს საკითხები იქნება დაკმაყოფილებული ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ შეთანხმება უნდა შედგეს. ვიმედოვნებ, რომ საერთო გზით შეგვეძლება შეთანხმების მიღება. მთავარია, რომ 5-ვე საკითხზე შეთანხმება შედგეს, ეს პოზიცია აქვს მედიატორებსაც ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან შარლ მიშელის საწყისი დოკუმენტი ძალიან ცალსახად ისახავდა 5-ვე პუნქტის გადაწყვეტას და არა 5-დან 3 ან 2 ან 1 პუნქტის გადაწყვეტას. მინდა, რომ დღევანდელი დღე იყოს თანხმობის დღე და ყველანი შევთანხმდეთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თეგები: გიორგი ვაშაძეოპოზიციის ბოიკოტი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ჩვენ არ ვართ არც აქციების ორგანიზატორები და არანაირ საინიციატივო ჯგუფთან შეერთებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ – გიორგი ვაშაძე

ნოემბერი 25, 2021
794
მთავარი ამბავი

კომიტეტის სხდომას როცა ესწრები და პლენარულს არა, ცოტა უცნაური ბოიკოტია – იაგო ხვიჩია

ნოემბერი 22, 2021
768
პოლიტიკა

გიგი უგულავას განცხადებას ნამდვილად არ ვაფასებ პოზიტიურად – გიორგი ვაშაძე

ნოემბერი 10, 2021
788

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია