პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება შევქმნათ ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაც იქნება „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელიც შედგება ამ ეტაპზე სამი სუბიექტისგან. პარტია „ახალი საქართველო“, „კანონი და სამართალი“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ის ექსპერტები, რომლებთან ერთადაც ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების გეგმა.
ჩვენი მიზანია დავამარცხოთ უმუშევრობა, დავამარცხოთ სიღარიბე, გავუმართლოთ ხელი პენსიონერებს, დავაბრუნოთ ემიგრანტები სამშობლოში, 30 ივლისს ამ თემაზე დეტალურად გეტყვით, სადაც წარვადგენ ჩვენ საარჩევნო სტრატეგიას,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში უპარტიო კანდიდატზე ვფიქრობთ“- ვაშაძე










