გზავნილი იყო ის, რომ გამომდინარე იქიდან, რაოდენ რთულია ეკონომიკური მდგომარეობა სასწარაფოდ საჭიროა კომპრომისის მონახვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ მაიკ პომპეოს თანაშემწესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა.
მისივე თქმით, ის რომ ელჩ რიკერი საქართველოში დარჩა და სახელმწიფო მდივანს არ გაყვა, იმის ინდიკაციაა, რომ სტრატეგიულ მოკავშირეს შესანიშნავად ესმის რაოდენ „ღრმაა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში“
„45 წლის გამოცდილებიდან გეუბნებით, ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ წამსვლელი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არაფერს არ ნიშნავს, როგორც წესი ისინი რუსეთის გავლენის აგენტები არიან. ძალიან ნიშნავს იმიტომ, რომ აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ორ პარტიულია. ის რომ ელჩ რიკერი საქართველოში დარჩა და სახელმწიფო მდივანს არ გაყვა, იმის ინდიკაციაა, რომ ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეს შესანიშნავად ესმის რაოდენ ღრმაა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში. ყურადღებით მოისმინეს ის, რაც ჩვენ ვუთხარით. გზავნილი იყო ის, რომ გამომდინარე იქიდან რაოდენ რთულია ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა სასწარაფოდ საჭიროა კომპრომისის მონახვა. ჩვენს უკან დგას უამრვი მოქალაქე, რომელიც სამართლიანაობის აღდგენას ითხოვს,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.











