„გირჩის” ლიდერის იაგო ხვიჩიას განაცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე კანონპროექტის მომზადება რეალურ მიზანს უნდა ემსახურებოდეს და ეს პიარისთვის არ უნდა გაკეთდეს.
„ამ პროცესში მონაწილეობა დამოკიდებულია იმაზე, რომ ამას რეალური შინაარსი ჰქონდეს და არ იყოს უბრალოდ პიარსვლა, რომ ჩვენ რაღაცას ვხმაურობთ. საკმარისად ვიხმაურეთ. ახლა დროა, შედეგებს მივაღწიოთ. ამ პრინციპის გათვალისწინების შემთხვევაში, გიორგი ვაშაძეს მხარს დავუჭერ“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.










