გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე ბოდიშის მოხდა მოუწევს, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ვახო მეგრელიშვილს ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა გიორგი ვაშაძესთან, მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ადამიანურად ერთმანეთთან, როცა ჩვენ უცნაურობა დავინახეთ, ამ უცნაურობის შესახებ ვთქვით საჯაროდ. დღეს, ამ უცნაურობას დაემატა ის, რომ ბატონი სერგო ჩიხლაძე ტელევიზიაში მივიდა და არაცივილურად დატოვა ის მაგიდა, სადაც ის იჯდა, ერთ-ერთი სტუმარი ვახო მეგრელიშვილი იყო, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ეს არაცივიულურობა საჯარო სივრცეში. ჩვენ საჯარო პროფესიის წარმომადგენლები ვართ, აქ მაშინვე ჩანს ვინ იტყუება და ვინ არა, აქ მაშინვე ჩანს ვის აქვს პარტნიორებთან საუბრის მორალური უფლება და ვის არა, ვინ გარბის და ვის არ ეშინია და ახლა მე შეშინებულს ვგავარ? ჰკითხეთ აბა, რატომ არ ზის აქ, რატომ გითხრათ უარი. ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარი განაცხადა.










