ეს არის დაზიანებული ფსიქიკის ადამიანი, რომელიც ამ გზას მიმართავს რათა საზოგადოებას დაანახოს, რომ მისი ოჯახია ის, რომელსაც შეუძლია საქართველოს ბედი და მომავალი შეცვალოს, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, გიული ალასანიას შესაძლო მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად დასახელებას.
მისი თქმით, სააკაშვილი ცდილობს გადაფაროს ის უბედური მდგომარეობა, რომელიც მას უკრაინაში პოლიტიკურ ასპარეზზე ჩამოუყალიბდა.
,,არაჯანსაღი ფსიქიკაა ზოგადად ჩამოყალიბებული. ცდილობს რომ ამით გადაფაროს ის უბედური მდგომარეობა , რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე ჩამოუყალიბდა უკრაინაში. წარმოაჩინოს თავისი ოჯახი, როგორც გადამწყვეტი ყველა საკითხისა და მისი ცოლი თუ ვერ გავიდა, ახლა იქნებ დედა იყოს მის წარმომადგენელი პარლამენტში. ეს არის დაზიანებული ფსიქიკის ადამიანი, რომელიც ამ გზას მიმართავს რათა საზოგადოებას დაანახოს, რომ მისი ოჯახია ის, რომელსაც შეუძლია საქართველოს ბედი და მომავალი შეცვალოს“,- განაცხადა ვიცე-სპიკერმა.











