fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„გირჩი-მეტი თავისუფლება“: ღია სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნის მიზეზით გამოწერილი ჯარიმა უკანონოა

12:35 იანვარი 14, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
847
ნახვა

პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლების” ოფიციალური facebook-გვერდზე პირბადის ტარების წესთან დაკავშირებით, განცხადება გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, ღია სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნის მიზეზით გამოწერილი თითოეული 20 ლარიანი ჯარიმა უკანონოა.

“ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს დე ფაქტო მთავრობა რეალურად ჭრიდეს პრობლემებს და მავნებლური შეზღუდვებით შემოსავლის გარეშე, ვალებში არ ტოვებდეს ასობით ათას მოქალაქეს, შსს-ს მთელი რესურსი მიმართულია უპირბადო ადამიანების ქუჩაში გამოჭერაზე, რისი შედეგიც უამრავი დაჯარიმებული მოქალაქეა.

თუმცა, გარდა იმისა, რომ მთავრობის ამ შეზღუდვებს არანაირი მორალური საფუძველი არ გააჩნია, ქართული პოლიციის ქმედებები არსებული არაადამიანური კანონებითაც კი გაუმართლებელია.

უფრო კონკრეტულად, მთავრობის 368-ე დადგენილების მიხედვით, პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. შეუსრულებლობის შემთხვევაში კი პირი უნდა დაჯარიმდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-11-ე მუხლით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-11-ე მუხლის მიხედვით კი, დაჯარიმებას ექვემდებარება მხოლოდ და მხოლოდ დახურულ სივრცეში უპირბადოდ ყოფნა.

აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, აკრძალულია ღია სივრცეში უპირბადოდ გადაადგილება, ხოლო მეორე მხრივ, დარღვევისთვის სანქცია არ არსებობს, რაც ნიშნავს, რომ ღია სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნის მიზეზით გამოწერილი თითოეული 20 ლარიანი ჯარიმა უკანონოა.

მოვუწოდებთ საქართველოს დე ფაქტო მთვრობას და შსს-ს, შეწყვიტონ უკანონო ქმედება და ისედაც გაჭირვებული ადამიანებისთვის დამატებითი უსამართლო ხარჯების დაკისრება.

მოვუწოდებთ ყველა უსამართლოდ დაჯარიმებულ მოქალაქეს, არ დაიზაროთ, გააპროტესტეთ და აუცილებლად გაასაჩივრეთ ყველა ასეთი ტიპის ჯარიმა.

სახელმწიფოს მხრიდან უკანონო ძალადობის გატარება ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე უსამართლო კანონების მორჩილება.”, – ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: გირჩი-მეტი თავისუფლებაპირბადე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრმა შიმშილობა დაიწყო

ნოემბერი 13, 2021
835
მთავარი ამბავი

თელავში ტორესა მოსი დააკავეს

ნოემბერი 12, 2021
836
პოლიტიკა

“გირჩი – მეტი თავისუფლების” პრაიმერისის შედეგები ცნობილია 

აგვისტო 20, 2021
778

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია