პარლამენტში „გირჩიც“ არ შედის. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
პარტია მეორე ტურში მონაწილეობაზეც უარს ამბობს.
ცნობისთვის, ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში არ შევლენ. ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვეტილება უკე მიიღო. პარტია პარლამენტში არ შევა და არც არჩევნების მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას.
პარლამენტში შესვლაზე ასევე უარი თქვა „ლელომ“.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე
რა მოხდება, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს ბოიკოტს გამოუცხადებს და პარლამენტში არ შევა











