“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების შემდეგ ის და მისი თანაგუნდელები “ქართულ ოცნებასთან” ინდივიდუალურ მოლაპარაკებას დაიწყებენ.
“უნდა გავარკვიოთ რა მასშტაბის შარში ვართ, როგორც მინიმუმ, უკვე ნაკლები იმედი გვაქვს, რომ ფასილიტატორები გადაწყვეტენ ჩვენს პრობლემას.
უნდა შევეცადოთ მოვიფიქროთ გამოსავალი, თუ ამ ქვეყანაში არაფერი გამოდის, მერე ნამდვილად არ ვიცი… “ქართულ ოცნებას” შევუთანხმდით და მათთან უშუალოდ დავიწყებთ საუბარს.”, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში.
პოლიტიკური შერიგება ვერ მოხერხდა – ურთიერთბრალდებები და მედიატორ დანიელსონის დაბრუნება ბრიუსელში










