„ნებისმიერი მშვიდობიანი აქცია არის მისაღები. „გირჩი“ სირცხვილის დერეფანს არ აწყობს. ნებისმიერი მშვიდობიანი აქცია მისაღებია, როცა არჩევნებს გიყალბებენ“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
„გირჩი“ სირცხვილის დერეფანში მონაწილეობას არ იღებს. თუ რომელიმე პარტიას უნდა მსგავსი გააკეთოს, გააკეთებს. „გირჩი“ ამ აქციას არ აწყობს და ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. რაღაც აქციებში მონაწილეობას ვიღებთ, რაღაცაში – არა. მაგალითად, ერთ-ერთი პარტია სახლში დაადგა რომელიღაც საჯარო მოხელეს და ამაში მონაწილეობა არ მიგვიღია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ელენე ხოშტარია ამომრჩევლისთვის „სირცხვილის დერეფნის“ მოწყობის იდეას არ იზიარებს











