კომპანია Glovo-ზე კიბერთავდასხმა განახორციელდა, კიბერდამნაშავეებმა 2 მილიარდად შეფასებული Glovo გატეხეს.
ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კლიენტის ბარათების მონაცემები მოპარული არ არის. ჰაკერი კლიენტებთან დასაკავშირებელ ინფორმაციას და საკურიერო ჩანაწერებს ყიდდა, რომლითაც პაროლის შეცვლა იყო შესაძლებელი.
Glovo-ში ამბობენ, რომ პრობლემა უკვე მოგვარებულია.
”29 აპრილს ჩვენთვის ცნობილი გახდა, მესამე მხარის მიერ ერთ-ერთ ჩვენს სისტემაზე უნებართვო წვდომის განხორციელების შესახებ. როგორც კი ეს საეჭვო საქმიანობა აღმოვაჩინეთ, დაუყოვნებლივ გადავდგით ნაბიჯები, რათა არაუფლებამოსილი მესამე მხარის წვდომა აღგვეკეთა და ჩვენი პლატფორმის დასაცავად დამატებითი ზომები განვახორციელეთ“, – განაცხადა კომპანიის პრესსპიკერმა.











