ევროპის მედიკამენტების სააგენტოში აცხადებენ, რომ უწყების ვებ-გვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ჰაკერებმა Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინის დოკუმენტაციაზე წვდომა მოიპოვეს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, კიბერთავდასხმის ფაქტი გავლენას არ იქონიებს ვაქცინების განხილვის ვადებზე. თუმცა, ფაქტზე დაწყებულია სრულმასშტაბიანი გამოძიება.











