fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გოგი მეშველიანი – ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად ვშრომობდით და გავაგრძელებთ შრომას ბოლნისის მომავალი წარმატებისთვის

23:30 აგვისტო 18, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
785
ნახვა

„ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, რაც ამ დიდი, გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარს ეკისრება და აბსოლუტურად გააზრებული მაქვს, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს წინსვლის, განვითარების და წარმატების იმედი” – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა ბოლნისში წარდგენაზე.

თავის გამოსვლაში დეპუტატობის კანდიდატმა პატივი მიაგო გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას და განაცხადა, რომ სწორედ ასეთი ვაჟკაცები ქმნიან საქართველოს მებრძოლ სულს და ჩვენი მომავალი წარმატების საყრდენი არიან.

გოგი მეშველიანმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს სულხან-საბა ორბელიანის მშობლიური კერიდან მოგესალმოთ და გესაუბროთ ჩემს ხედვებზე, იმაზე, თუ რას ვაპირებთ ჩვენს ძალიან დიდ და ძლიერ გუნდთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი გუნდის ხელმძღვანელს ბიძინა ივანიშვილს ამ ნდობისთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა აქ დამსწრეს, მივესალმო ჩემს თანამებრძოლს გენერალ კობა კობალაძეს,” – განაცხადა მან.

გოგი მეშველიანმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა.

„ძალიან ბევრ კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი. განვლილი წლების განმავლობაში 2,5-ჯერ გაიზარდა ადგილობრივი ბიუჯეტი. თუ 2013 წელს ჩვენი ბიუჯეტი შეადგენდა 14 მილიონ ლარს, 2019 წელი ჩვენ დავასრულეთ 33 მილიონი ლარით. ეს ერთ-ერთი საფუძველია იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია მეტი პროექტის განხორციელება, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სოციალური და სხვადასხვა მიმართულებებით . ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული სოფლის მეურნეობის პროგრამებში და პროექტებში. ხელშესახები პროგრესი გვაქვს მეწარმეობის განვითარების მიმართულებით, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. დღეს, როდესაც აქ მოვდიოდით, გზაზე ყველა შევამჩნევდით სამუშაოებს. ხორციელდება 26 მილიონი ლარის ღირებულების ისტორიული, ქალაქის წყალარინების პროექტი, რომელიც მომავალში ბოლნისის განვითარების საფუძველი უნდა გახდეს და ამ განვითარებაში ყველა ბოლნისელი პირველ რიგში ვგულისხმობთ ისტორიული, გერმანული უბნის რეაბილიტაციას, რომელმაც ჩვენ ტურისტულ რუკაზე განსაკუთრებული მიზიდულობის წერტილი და ცენტრი უნდა შექმნას. 4 მილიონ ლარამდე გაიღო ჩვენმა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ კაზრეთში, საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების პრობლემა მოწესრიგებულიყო. დაახლოებით 6 მილიონი ლარი დაიხარჯა რატევანი – კაზრეთის გზაზე, მოგეხსენებათ, რა დღეში იყო ეს მაგისტრალი ყველა მიმართულებით, პრაქტიკულად ჩვენ არ დაგვრჩა ცენტრალური გზის გასწვრივ მდებარე სოფლები, სადაც მისასვლელი გზები არ გვაქვს. არის რამდენიმე იზოლირებული სოფელი, სადაც პროექტები დაწყებული გვაქვს და უახლოეს პერიოდში მასაც ბოლომდე მივიყვანთ” – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ბოლნისში 19 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდა.

“ეს პროცესი გაგრძელდება და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ ადამიანებს სოფლად ცხოვრების სტიმული და ხალისი დაუბრუნდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდებთან მუშაობა. ბოლნისს ძალიან დიდი კულტურული და სპორტული ტრადიციები აქვს და მისი მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. რაც მთავარია, ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. გვაქვს ერთმანეთის სრული ნდობა, ყველამ იცით და მე დარწმუნებული ვარ, რომ გჯერათ იმისა, რომ ჩვენ, ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად ვშრომობდით და გავაგრძელებთ შრომას ბოლნისის მომავალი წარმატებისთვის. ჩვენმა ერთობამ, აქ დამსწრე საზოგადოების თითოეული წევრის ერთობამ ორთვიანი მკაცრი კარანტინის პერიოდში ყველას დაგვანახა, რომ ჩვენი გაერთიანებით ნებისმიერი სირთულის ამოცანის გადალახვა შეგვიძლია. სწორედ ეს მაძლევს იმის იმედს, რომ ხმამაღლა ვთქვა, ჩვენ ამ არჩევნებში ღირსეულად გავიმარჯვებთ და კიდევ ბევრ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი რეგიონის და საქართველოს წარმატებისთვის” – განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.

თეგები: 2020 წლის არჩევნებიგოგი მეშველიანი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული პირების გამოკითხვა დაიწყო

ივნისი 15, 2021
784
პოლიტიკა

ჩვენ, ბარიერგადალახული პარტია გარეთ ვართ დარჩენილი – ნინო ბურჯანაძე

მაისი 21, 2021
825
პოლიტიკა

დღეს საგამოძიებო კომისიის წევრები ელჩებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან

მაისი 20, 2021
868

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია