პოლიტიკოსი გოგი წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, წულაია კონფლიქტის ფაქტს ადასტურებს, თუმცა უარყოფს ძალადობას.
გელბახიანი მიიჩნევს, რომ გოგი წულაიას მიმართ გამოყენებული იქნება გირაო და ხვალ სასამართლოზე გათავისუფლდება.
„ამ ეტაპზე ის იყენებს დუმილის უფლებას. როცა გამომძიებელი მივა დასაკითხად, დააფიქსირებს თავის პოზიციას, თუმცა სასამართლოზე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების განხილვისას ის აპირებს ახსნა-განმარტება მისცეს იმ მოვლენებს, რომლებიც წუხელ გვიან და ამ დილით განვითარდა. სიტყვიერ კამათსა და კონფლიქტს ადასტურებს, მაგრამ ძალადობის ფაქტს უარყოფს. მის მიმართ გამოყენებული იქნება გირაო და ხვალ ალბათ გათავისუფლდება სასამართლოზე”, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
ცნობისთვის, დღეს, პოლიტიკოსი გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ჩვენი ინფორმაციით, ქალბატონი, რომელზეც, სავარაუდოდ, ძალადობა განხორციელდა, ასმათ დვალიშვილია.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.











