გოგი წულაიას 6-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, პოლიტიკოსი თავს ახლა უკეთესად გრძნობს, – ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსს“ პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ვეფხია მიქაუტაძემ განუცხადა.
„სტენდირება ჩაუტარდა, რომელიც დაახლოებით 6 საათი მიმდინარეობდა, ამ დროისთვის რეანიმაციაშია”, – ამბობს მიქაუტაძე.
გოგი წულაიას ოპერაცია თბილისში ჩაფიძის კლინიკაში ჩაუტარდა. იგი ინფარქტით საავადმყოფოში 16 სექტემბერს გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილური იყო.
სწორედ მისი ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობის გამო ოპერაცია რამდენიმე დღით გადაიდო.











