მე, როგორც პოლიტიკოსს, მაქვს განცდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” არ სურს ამ ქვეყანაში ჩატარდეს მშვიდობიანი არჩევნები, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მიგვაჩნია, რომ ოქტომბრის ბოლოს უნდა ჩატარდეს არჩევნები, სადაც ადამიანები შეძლებენ ზედმეტი ემოციების გარეშე, პრაგმატულად მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მათი აზრით, ქვეყნის მომავალი შემდეგი 4 წლის განმავლობაში.
მე როგორც პოლიტიკოსს, მაქვს განცდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” არ სურს ამ ქვეყანაში ჩატარდეს მშვიდობიანი არჩევნები და თავისი სიბრიყვით ამას ხელს უწყობს დეგრადირებული, მორალურად ჩამოშლილი „ქართული ოცნება”.
ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობის” და „ევროპული საქართველოს” ხმები საერთოდ არ არის საჭირო. თუ ისინი არ აპირებენ მხარდაჭერას, ნუ დაუჭერენ, ეს ცვლილებები ისედაც გავა,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ: გიორგი კახიანი: საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარდაჭერა ოპოზიციის გარეშეც ექნება
ჭიჭინაძე: „ოცნებამ“ მოუგო ოპოზიციას, თან ახვეწნინა და ისე











