გორში, 27 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ახალგაზრდა ქალი ბუნებრივი აირის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით, ვერხვების დასახლებაში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს – ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას – რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ავტორი: თათია გოლოშვილი











