გორში კორონავირუსის რეინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. კლინიკა ,,გორმედის“ ექთანი კოვიდ-19-ით ხელმეორედ გასულ კვირას დაინფიცირდა.
30 წლის მარგო პავლიაშვილს კორონავირუსის დიაგნოზი პირველად აგვისტოს შუა რიცხვებში დაუდგინდა.
ორივე შემთხვევაში მისი დაინფიცირება ვირუსით ინფიცირებული პაციენტებისგან მოხდა, რომელსაც თავად უვლის ,,გორმედის“ კლინიკაში და უშუალოდ კონტაქტზეა.
მის შემთხვევაში პირველი ინფიცირების დროს ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, თუმცა მას ახლა ტემპერატურის მატება, სახსრების ტკივილი, გემოს და ყნოსვის დაკარგვა აღენიშნება.
მარგო პავლიაშვილი ამჟამად სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.
ე











