ამ წუთებში გორში, სტალინის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული. რამდენიმე წუთის წინ მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი ნახეს. ამ წუთებში ცხედარი პროზექტურაში გადაყავთ.
გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, არაოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცს გულის შეტავა ჰქონდა. გამვლელების თქმით, გარდაცვალებამდე მამაკაცი დახმარებას ითხოვდა.
მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: თათია გოლოშილი











