გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მინდორში საბალახოდ გაშვებული 15 სული საქონელი დაიხოცა.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ადგილზე პოლიცია მუშაობს, ადგილობრივები კი ამბობენ, რომ საქონელი მიზანმიმართულად მოწამლეს.
„დამირეკეს და მითხრეს მასიურად ეცემა საქონელიო. ამოვედი და უკვე 10 სული დახოცილი იყო. ესეთი რამე არ გვახსოვს, არ ვიცით, რას დავაბრალოთ“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ზურაბ ტლაშაძე.
სოფელ ხიდისთავის მკვიდრი დალი ვანიშვილი კი ამბობს, რომ მოსახლეობამ საქონელი დილით საბალახოდ საღ-სალამათი გაუშვა და მათი დახოცვის მიზეზი უცნობია.
„საღ-სალამათი გამოვრეკეთ დილით და დაგვახვედრეს დახოცილი. წაიღეთ და ჩააბარეთო, ასე გვითხრეს. როგორ გავყიდოთ ასეთ მდგომარეობაში, იქნებ რა სჭირთ. მოგვხედოს ვინმემ, მოვიდეს ხელისუფლება. სოფლის გამგებელმა მითხრა, ბევრს ნუ ლაპარაკობთო“, – აცხადებს დალი ვანიშვილი.











