“გორში მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს დროებით უფასოდ მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ახალი ავტობუსები, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტს სულ ცოტა ხნის წინ გადაეცა, ქალაქში მოძრაობას 8 თებერვლიდან დაიწყებენ. სატრანსპორტო საშუალებები 10 მარშრუტზე გადანაწილდებიან.
მუნიციპალური ტრანსპორტის დროებით უსასყიდლოდ მოემსახურების შესახებ გადაწყვეტილება, მუნიციპალიტეტმა პანდემიის შედეგად შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო. ამ ეტაპზე ქალაქში 25 ავტობუსი იმოძრავებს.
უახლოეს მომავალში უწყებას გადაეცემა კიდევ 5 სატრანსპორტო საშუალება, რომლების ექსპლუატაციაც დაუყოვნებლივ დაიწყება.
მარშრუტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.











