როდესაც საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პატიმრით შედიხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ კვლავ აპირებ ძალადობას, მოსყიდვას, დაშინებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გოცირიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა რურუას გათავისუფლებამდე, საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერს.
„ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ გიორგი რურუა უდანაშაულოდ გამოაცხადონ. ის უდანაშაულოა, თუმცა ჩვენ ვითხოვთ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალოს.
დაელოდოს გიორგი რურუა სასამართლო პროცესს სახლში. რატომ შეჯდა “ქართული ოცნება” ჯორზე? იმიტომ, რომ უნდოდა, რურუა ბოლომდე გამოეყენებინა მძევლად და აპირებდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას, თუმცა ვერ გაბედა, ვინაიდან ივანიშვილს ძალიან მძიმე ფასად დაუჯდებოდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.










