fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

GRECO-ს ანგარიში: 16 რეკომენდაციიდან საქართველომ 14 შეასრულა

10:35 აპრილი 13, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
810
ნახვა

კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს მიერ მეოთხე რაუნდის შეფასების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშშია მოცემული, 16 რეკომენდაციიდან საქართველომ 14 შეასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„GRECO-ს მონიტორინგის მეოთხე რაუნდი ეხება წევრი ქვეყნების პარლამენტის, პროკურატურისა და სასამართლოს მიმართ გამოცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.

ანგარიშში GRECO მიესალმება საქართველოს პროგრესს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის გაზრდის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები; პარლამენტში ეთიკის საბჭოს შექმნა; დეპუტატების ტრენინგები ეთიკის საკითხებზე; მოსამართლეთა დანიშვნის წესში გაუმჯობესებული რეგულაციები; მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთების გაუმჯობესება და ამ გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა; მოსამართლეთა დისციპლინური პროცედურების გაუმჯობესების მიზნით სამოსამართლო ეთიკის წესების განახლება; პროკურორთა ეთიკის კოდექსის იმპლემენტაციისათვის განხორციელებული პრაქტიკული ღონისძიებები; პროკურორთა დანიშვნისა და დაწინაურების შესახებ გაუმჯობესებული რეგულაციები.

მეორე შუალედური ანგარიშის თანახმად, საქართველომ სრულად ან მეტწილად შეასრულა GRECO-ს რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა. პირველ ანგარიშთან შედარებით, გაუმჯობესებულია 3 რეკომენდაციის შესრულების სტატუსი.

დარჩენილ რეკომენდაციებზე ანგარიშგებისთვის საქართველოს ვადა 2022 წლის მარტამდე აქვს. ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველომ განაგრძოს კორუფციის თავიდან აცილებისკენ მიმართული რეფორმების გატარება.

GRECO-ს ანგარიში ავტორიტეტული საერთაშორისო ანტიკორუფციული ორგანოს მხრიდან საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის წარმატების კიდევ ერთი დადასტურებაა. ანტიკორუფციული მიმართულების სახელმწიფო პოლიტიკასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას საქართველოში ანტიკორუფციული საბჭო განსაზღვრავს, რომელიც უწყებათაშორისი ორგანოა. საანგარიშო პერიოდში საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა, ახლა კი, მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. ანტიკორუფციული საბჭოს წევრები არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, მათ შორის, არასამთავრობო და ბიზნესსექტორის, წარმომადგენლები. საქართველოს ინტერესებს GRECO-ს წინაშე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოადგენდა,” – აღნიშნულია განცხადებაში.

თეგები: ანგარიშიკორუფცია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ODIHR: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესი ნაკლოვანებებით ხასიათდება

ივლისი 10, 2021
787
მთავარი ამბავი

დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებას მოუსმენენ

ივნისი 25, 2021
798
საზოგადოება

დღეს პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავენ

ივნისი 18, 2021
776

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია