გრიგოლ ვაშაძე გუშინდელი სკანდალური განცხადების შემდეგ დუმილს ირაკლი იმნაიშვილის ეთერში არღვევს და ისევ პოლიტიკური დიალოგის პრიორიტეტებზე საუბრობს.
მისი თქმით, ოპოზიციასა და მთავრობას შორის მოლაპარაკებები უნდა შედგეს, რათა დადგეს ფაქტი – წარმატებული, ან წარუმატებელი შედეგი.
ასევე, აღნიშნავს, რომ ამ დიალოგის ინიციატორები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოების დიპლომატები არიან…
“ვსინჯოთ, (მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან) თუ არ წავედით მოლაპარაკებაზე, ვერც იმას გავიგებთ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დამთავრდება თუ წარუმატებლად.
ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გვაქვს. ხელისუფლება გვეუბნება შვეიცარიაში და ნორვეგიაში ცხოვრობთ, იქაური არჩევნები ჩავატარეთო. გამოსავალი რა არის აქედან, თურქმენიზაცია ხელისუფლების და ოპოზიციის მარგინალიზაცია? ესაა გამოსავალი?!
მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება იქნება თუ შეიქმნება ისეთი ხელისუფლება და პარლამენტი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს იმ აღშფოთებული ხალხის აზრს, რომლებიც ქუჩაში ყინვაში დგანან, ისეთი ხელისუფლების შექმნა ეროვნული კონსოლიდაციის შექმნის საფუძველზე გაუმკლავდება უზარმაზარ კრიზისს.
საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მონახოს გამოსავალი – ქართველები აღარ უნდა გავრბოდეთ ჩვენი მთავარი მოკავშირეების დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და არ უნდა ვეხვეწებოდეთ მათ დაგვალაპარაკე ერთმანეთს (მთავრობა და ოპოზიცია), ველურები ვართ და დამოუკიდებლად ვერ ვახერხებთ საუბარსო.
ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი, რომელიც ჩვენი სტრატეგიული წარმომადგენლების მხრიდან იყო ორგანიზებული ჩაიშალა. ყოველდღე და დღეში არაერთხელ ვიყავი ოპოზიციიდან მე ჩართული საელჩოებთან მოლაპარაკებებში. მათ დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, რადგან დასახელების უფლება არ მაქვს.
მათ ჩვენზე ნაკლებად საქართველოზე გული ნამდვილად არ შესტკივათ. ამ დიალოგის ჩაშლაზე პასუხისმგებლობა ყველას ბრალია და ხელის გაშვერა არ უნდა იყოს.
დიპლომატიური პროცესები ასე იწყება: არის ორი დაპირისპირებული მხარე, ორი რადიკალურად განსხვავებული მოთხოვნა და არის შუამავლები, მედიატორები, ფასილიტატორები. ახლა, არ ვიცი, რამდენად არის ისევ მზაობა ამ დიალოგის უზრუნველყოფის.
რადგან ასე დასრულდა ეს ყველაფერი, ეს ადამიანები თეთრებად და შავებად დაყოფას არ დაიწყებენ. არ გამოგდით, თქვენს თავს დააბრალეთ, რადგან ყველა აბსოლუტურად ხართ ერთნაირები.” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.











