„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯფომარემ გრიგოლ ვაშაძემ, შარლ მიშელის მიერ შეთქავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ცნობისთვის, “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმება შედგა – ორბელიანების სასახლეში შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა ნაწილმა ხელი მოაწერა.
დოკუმენტს ხელს შემდეგი პოლიტიკოსები აწერენ : დავით ბაქრაძე, ალეკო ელისაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, სალომე სამადაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ხათუნა სამნიძე და გიორგი ვაშაძე.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობას“, პარტიაში ამბობენ, რომ დოკუმენტზე ხელს ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ მოაწერენ.











