„ ყველამ პატივი უნდა სცეს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს. გთხოვთ, ამ საზოგადოებრივ მანდატს განსაკუთრებით მოუფრთხილდით“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არცილ თალაკვაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც თალაკვაძე ამბობს, დემოკრატია გულისხმობს პროცესში მონაწილეობას და არა მის ბოიკოტირებას.
„2020 წლის არჩევნებმა შექმნა მრავალპარტიული პარლამენტის, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის, არგუმენტებზე დაფუძვნებული ოპონირების, დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის შესაძლებლობა და ეს მიღწევა ოპოზიციის ერთი ნაწილის ჭირვეულობის გამო არ უნდა დაიკარგოს. დემოკრატია არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია. გაცილებით დემოკრატიულია ბრძოლა პარლმაენტში, ვიდრე გარეთ.
პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსებმა უნდა მოვძებნოთ შეთანხმების შესაძლებლობა, სათანადოდ დავაფასოთ მოქალაქეების ნდობა და ჩვენი ქვეყნის მეგობარი ელჩების ძალისხმევა პოლიტიკური დიალოგის ხელშესაწყობად. ყველამ პატივი უნდა სცეს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს. გთხოვთ, ამ საზოგადოებრივ მანდატს განსაკუთრებით მოუფრთხილდით“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშილმა გახსნა.
პარალელურ რეჟიმში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს ხელს აწერენ.











